Saturday, February 21, 2015

      ტრენინგის მეოთხე დღე... საკმაოდ ნაყოფიერი და შინაარსიანი! გავეცანით და შევაფასეთ ჩვენი პროექტების გეგმის გარკვეული პუნქტები: შინაარსი, მიზნები და შედეგები სტანდარტის მიხედვით, 21-ე საუკუნის უნარჩვევები. გავეცანი პროექტში შეფასების ხუთ მიზანს. დამოუკიდებლად გავწერე ჩემი პროექტის შეფასების მიზნების მეთოდები და ინსტრუმენტები.
      ვფიქრობ აღარა ვარ გაურკვევლობაში!!!

Wednesday, February 18, 2015

ის, რასაც გავეცანი საკმაოდ რთულად მეჩვენება ამ ეტაპზე. შევეცადეთ პროექტის შინაარსი დაგვეწერა, მაგრამ აღმოჩნდა რომ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობდით. შემდეგ განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლებიც თითქოს უნდა დაგვხმარებოდა შინაარსის სწორად ფორმირებაში. რამდენად დამეხმარა ეს ყველაფერი გამოჩნდება შაბათს, როდესაც ტრენინგზე მზა დავალებას მივიტან და თუ სრულად არა მიახლოებული მაინც იქნება სისწორესთან. ამ ეტაპზე დზალიან არეული ვარ, გონებასი ყველაფერი აისვარა. მეგონა რაგაც ვიცოდი......

Saturday, February 14, 2015

რეფლექსია.
 საინტერესო დღე იყო.  სასიამოვნოა ისევ მოხვედრა თქვენს ტრენინგზე. დღეს გავიგე ფორმის შერჩევა საგაზეთო სტატიისთვის, ბუკლეტისთვის. იქ უკვე არსებული ტექსტისა და ნახატის წაშლა. გუგლიში ნახატის პოვნა მონიშვნა და ჩემს ბუკლეტში ჩასმა. სასურველ ზომაზე დაყენება ნახატის. ტექსტის ჩარჩოს გაკეთება, ტექსტის აკრება და გამოტანა თვალსაჩინო ადგილას.