Monday, March 16, 2015

              ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღე....

ძალიან საინტერესო დღე იყო! ყველამ წარმოადგინა თავისი პროექტი და მათ შორის მეც. ის შიში რაც დასაწყისში მქონდა სრულიად გაქრა. მთავარი დამსახურება ტრენინგი რომ ბოლომდე მივიყვანე გვანცა, რათქმაუნდა თქვენ გეკუთვნით. ტქვენი ყოელი სწორი შეფასება, გზის ჩვენება, განწყობა მიმაღლებდა მოტივაციას.
     საკმაო ცოდნა მიმაქვს ამ ტრენინგიდან.

Saturday, March 14, 2015

            ტრენინგის მერვე დღე.....
   შევქმენი საქაღალდე, გავამზადე ჩემი პროექტის მასალების ჩასალაგებლად. ვარ მოტივირებული სახლში მისულმა დავასრულო გეგმის შაბლონი, შევცვალო მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში და დასრულებული ფორმით განვატავსო საქაღალდეში. მოვემზადო პრეზენტაციისთვის.

Sunday, March 8, 2015

მეშვიდე დღე!
  საინტერესო დღე იყო.
მოვიტანე საშინაო დავალება, ვიფიქრე რომ პოვერ პოინტში კარგად ჩამოვაყალიბე პროექტის მთავარი პრობლემა, გამომწვევი მიზეზები და ასე შემდეგ, მაგრამ თურმე ყველაფერი გაცილებიტ რტული მოსაფიქრებელი ყოფილა და უნდა შევცვალო. გვანცამ მომცა მიმართულებ და შემდეგისთვის გავითვალისწინებ.
 ახალიც დავამატე ჩემს უკვე არსებულ ცოდნას,გავეცანი მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკების ფორმებს, ეფექტური უკუკავშირის მაგალითებს.
 ვფიქრობ, შემდეგი გაკვეთილისთვის უკეთ გავაკეთებ.

Saturday, March 7, 2015

მეექვსე დღე....
   მაგარია!!! იდეა და სათაური მოწონებულია! გამოდის მუშაობას ვაგრძელებ! მიხარია!
   მეგონა, რომ ვერასოდეს შევძლებდი, მაგრამ...
   გავიგე, როგორ გამოვიყენო პოვერ პოინტის პროგრამა მიზეზების, გადაჭრის გზების კვლევის, რეკომენდაციების ან დასკვნის წარმოსაჩენად. საკმაოდ დასაფიქრებელია..

Saturday, February 21, 2015

      ტრენინგის მეოთხე დღე... საკმაოდ ნაყოფიერი და შინაარსიანი! გავეცანით და შევაფასეთ ჩვენი პროექტების გეგმის გარკვეული პუნქტები: შინაარსი, მიზნები და შედეგები სტანდარტის მიხედვით, 21-ე საუკუნის უნარჩვევები. გავეცანი პროექტში შეფასების ხუთ მიზანს. დამოუკიდებლად გავწერე ჩემი პროექტის შეფასების მიზნების მეთოდები და ინსტრუმენტები.
      ვფიქრობ აღარა ვარ გაურკვევლობაში!!!

Wednesday, February 18, 2015

ის, რასაც გავეცანი საკმაოდ რთულად მეჩვენება ამ ეტაპზე. შევეცადეთ პროექტის შინაარსი დაგვეწერა, მაგრამ აღმოჩნდა რომ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობდით. შემდეგ განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლებიც თითქოს უნდა დაგვხმარებოდა შინაარსის სწორად ფორმირებაში. რამდენად დამეხმარა ეს ყველაფერი გამოჩნდება შაბათს, როდესაც ტრენინგზე მზა დავალებას მივიტან და თუ სრულად არა მიახლოებული მაინც იქნება სისწორესთან. ამ ეტაპზე დზალიან არეული ვარ, გონებასი ყველაფერი აისვარა. მეგონა რაგაც ვიცოდი......

Saturday, February 14, 2015

რეფლექსია.
 საინტერესო დღე იყო.  სასიამოვნოა ისევ მოხვედრა თქვენს ტრენინგზე. დღეს გავიგე ფორმის შერჩევა საგაზეთო სტატიისთვის, ბუკლეტისთვის. იქ უკვე არსებული ტექსტისა და ნახატის წაშლა. გუგლიში ნახატის პოვნა მონიშვნა და ჩემს ბუკლეტში ჩასმა. სასურველ ზომაზე დაყენება ნახატის. ტექსტის ჩარჩოს გაკეთება, ტექსტის აკრება და გამოტანა თვალსაჩინო ადგილას.